2017-08-14 14:02:36, 2842 ნახვა
საზოგადოება
აღმაშენებლის გამზირზე ბარები და კაფეები პროტესტის ნიშნად დაიხურა
აღმაშენებლის განახლებულ გამზირზე პროტესტის ნიშნად ბარები და კაფეები დაიხურა.
„კურიერის“ ინფორმაციით, დილიდან 16 კაფე-ბარი დაიხურა, აქედან კი 14 ბარის მეპატრონე უცხოელი ინვესტორი იყო.
მათივე ინფორმაციით, ბარების დახურვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მერიამ ქუჩაზე ღია ტერასების დემონტაჟი მოსთხოვა.
წინააღმდეგ შემთხვევაში ბარების მეპატრონეებს 10 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრებათ. .
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან