06:02 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-14 12:42:11, 2715 ნახვა

პოლიტიკა
კაპანაძე: ჩანაწერით დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს

,,ჩანაწერით რეალურად გამოჩნდა, რომ მიმდინარეობს ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნა სააკაშვილის მიმართ",- ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე  Страна.ua-ს მიერ გავრცელებულ ჩანაწერს.  

,,არანაირი შეხება ამას სამართლებრივ საკითხებთან  არ აქვს. პოლიტიკური დევნა მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ, რაც არის ზოგადად პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ დევნის დიდი კამპანიის ერთი ნაწილი. ეს ყველაფერი ძალიან აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ამ ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ისინი არ არიან დაინტერესებული ქვეყნის პრესტიჟით. ისინი დაინტერესებული არიან დივიდენდების მიღებით. ცალკე საკითხი არის ის, რომ ჯერ ერთი მოიტყუეს, როდესაც საზოგადოებას უთხრეს რომ არ ყოფილა ეს თემა განხილული უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის დრო და მეორე, რომ უბრალოდ საცინლად ასაგდები გახდნენ იმ ფორმის გამო, როგორც მოხდა ამ ინფორმაციის გაჟონვა,’’ - განაცხადა სერგი კაპანაძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics