06:02 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-13 19:02:26, 2407 ნახვა

პოლიტიკა
მელია Страна.ua-ს მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე:მოვითხოვთ, რომ ხელისუფლებამ საერთაშორისო საექსპერტო ბიუროს წარუდგინოს

 „ნაციონალური მოძრაობის“  ერთ-ერთი  ლიდერი ნიკა მელია Страна.ua-ს  მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა.

როგორც მელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, გავრცელებულმა ჩანაწერმა ცხადყო, რომ მთავრობა ბიძინა ივანიშვილის ნებას ექვემდებარება.

„დღეს გავრცელდა ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის სატელეფონო საუბარი, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყანაში არ არსებობს მართლმსაჯულება და ქვეყანაში არ არსებობს დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა,“ - განაცხადა ნიკა მელიამ და დასძინა, რომ ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება.

„ჩანაწერმა დაადასტურა კიდევ ერთხელ, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი იდევნება მხოლოდ პოლიტიკური მოტივაციით და არანაირი სამართლებრივი მოტივი არ აქვს მის დევნას“, -დასძინა ნიკა მელიამ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics