2017-08-12 09:29:02, 2521 ნახვა
საზოგადოება
„ლოკომოტივი“ ჩაშლილ მატჩზე: სადისციპლინო კომიტეტი გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს
საფეხბურთო კლუბ თბილისის „ლოკომოტივის“ ინფორმაციით, გუშინ ჩაშლილი მატჩის საბოლოო შედეგთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტი უახლოეს დღეებში მიიღებს.
"ლოკომოტივისა და ტორპედოს მატჩი მთავარი მსაჯის გადაწყვეტილებით 85-ე წუთზე შეწყდა. ამ დროისთვის ანგარიში 2:0 იყო. ჩვენი გუნდი მეტოქეს ირაკლი სიხარულიძის დუბლით ამარცხებდა. მატჩის საბოლოო შედეგთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტი უახლოეს დღეებში მიიღებს", - ნათქვამია „ლოკომოტივის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ, ლოკომოტივის სტადიონზე გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან