13:14 - 17 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-11 12:58:30, 2679 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ჩრდილოეთ კორეას ნერვიულობა მოუწევს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეას „ნერვიულობა მოუწევს“, - ამის შესახებ BBC იუწყება.

ტრამპმა აღნიშნა, რომ კიმ ჩენ ინი აშშ-ის მიმართ არასათანადოდ იქცევა.

"ის საშინელ რაღაცეებს ამბობდა, არასათანადოდ იქცეოდა ჩვენი ქვეყნის მიმართ. მას და მის ოჯახს ზედმეტად დიდი ხნის განმავლობაში ყველაფერს პატიობდნენ. მაგრამ ჩემთან ეს არ გაუვა. ახლა სულ სხვა საქმეა. არ ვქედმაღლობ, უბრალოდ ფაქტების კონსტატაციას ვახდენ", - დასძინა ტრამპმა.

ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეა წყნარ ოკეანეში, კუნძულ გუამიზე განთავსებულ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებს სარაკეტო დარტყმებით ემუქრება. მას შემუშავებული აქვს შესაბამისი გეგმა, რომელიც სავარაუდოდ აგვისტოს ბოლოს ამოქმედდება. 

ამასთან, ჩრდილოეთ კორეა ტრამპის განცხადებებს "სისულელეს" უწოდებს და აცხადებსმ რომ საკუთარ გეგმას მიჰყვება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ უცხოელი სტუდენტების, ჟურნალისტებისა და გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვის სავიზო პირობებს ამკაცრებს
ირაკლი ფავლენიშვილი - რიყის თეატრის ნგრევას საფუძვლად უდევს პირადი შურისძიება
Axios: 60-ზე მეტმა ამერიკელმა სენატორმა მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტს
ჩინეთი უარყოფს აშშ-ის არჩევნებში ჩარევის ბრალდებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics