|
2017-08-10 16:32:34, 1082 ნახვა
სამხედრო
აშშ-ის არმიის შტაბის უფროსი ვაზიანს ესტუმრა
აშშ-ის არმიის შტაბის უფროსმა, ოთხვარსკვლავიანმა გენერალმა მარკ მილიმ ვაზიანში სტუმრობა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან შეხვედრით დაიწყო. IV მექანიზებული ბრიგადის შტაბში გამართულ შეხვედრაზე გენერლებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს, საუბარი შეეხო საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სტრუქტურების ორმხრივ თანამშრომლობას. შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა და სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე დაესწრნენ. აშშ-ის არმიის შტაბის უფროსს IV მექანიზებულ ბრიგადაში აშშ-ის ევროპის ძალების სარდლის მოადგილე, გენერალ-მაიორი ტიმოთი მაქგუაიერი და აშშ-ის მე-7 არმიის მეთაური ევროპაში, ბრიგადის გენერალი ანტონიო აგუტო ახლდნენ. მოგვიანებით აშშ-ის არმიის შტაბის უფროსი, გენერალი მარკ მილი ვაზიანის სასროლეთზე გაემართა და მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“ სასწავლო უბნები მოინახულა და სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს პირადად გაესაუბრა. გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ კი, ამერიკელ გენერლებს სწავლების მიმდინარეობა გააცნო. (NS)
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
ტრამპმა კაპიტოლიუმის შენობაში შტურმის შედეგად დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გაცემის შესაძლებლობა წამოჭრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)