11:56 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-10 10:22:31, 2867 ნახვა

სამართალი საზოგადოება
თბილისში უკანონო თევზჭერის მორიგი ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მდინარე მტკვარზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

თბილისში, ზაჰესის დასახლების მიმდებარედ, მოქალაქე აკრძალული იარაღით - ე.წ. ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით ნავიდან ახდენდა უკანონო თევზჭერას. მას მოპოვებული ჰქონდა 23კგ. სხვადასხვა სახეობის თევზი.

ამოღებული და დალუქულია რეზინის გასაბერი ნავი, სამართალდარღვევის იარაღები და უკანონოდ მოპოვებული თევზი.

მოქალაქის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის ორგანოს გადაეგზავნა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტუსკი ზელენსკითვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევაზე - პუტინს ახარებს და შოკში აგდებს ჩვენს მოკავშირეებს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ზურაბიშვილი საპატრიარქოს - კიევის ლავრის დაბომბვის ფონზე დუმილი ქრისტიანულ ღირებულებებთან შეუთავსებელია
ზელენსკის მიერ ორდენის ჩამორთმევის გამო, სიბიჰა პოლონეთს სახელმწიფო ჯილდოს დაუბრუნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics