2017-08-09 18:02:24, 2369 ნახვა
საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დიღომში კორპუსი არ იწვის - „ცეცხლი ე.წ. ხარაჩოს უკიდია“
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დიღომში კორპუსი არ იწვის.
როგორც „ექსპრესნიუსს“ სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ხის კონსტრუქციას, ე.წ. ხარაჩოს უკიდია.
მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„მიმდინარეობს ცეცხლის ჩაქრობა, სერიოზული არაფერია“, - განაცხადეს სააგენტოს პრესსამსახურში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან