16:00 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-09 17:12:28, 944 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძემ რეგიონში მიმდინარე წარმატებული პროექტები შეაჯამა

აჭარის მთავრობის სხდომა დღეს აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილით დაიწყო.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მთავრობის წევრებთან და მედიის წარმომადგენელთან გასული დღეები შეაჯამა და ისაუბრა იმ წარმატებული პროექტების შესახებ, რომლებიც რეგიონში ხორციელდება.

ზურაბ პატარაძემ აჭარის მთის მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიულოცა შუამთობის დღესასწაული, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება მაღალმთიან აჭარაში. მისი თქმით, განსაკუთრებით სასიხარულოა რომ წელს შუამთობა ხალხმრავლობით და უცხოელი ტურისტების სიმრავლით გამოირჩეოდა.

„ჩვენ რამდენიმე დღე ვიმყოფებოდით მაღალმთიან აჭარაში, მოვინახულეთ ხულოს ყველაზე მაღალი იალაღები, წელს დასრულდა 6 მთის ელექტროფიკაცია, რაც უპრეცედენტო პროექტია", - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

მთავრობის თავმჯდომარემ კურორტ გოდერძზე დაწყებული ახალი პროექტის შესახებაც ისაუბრა. კურორტზე 4 ახალი სასტუმრო აშენდება, რომელთა ინვესტიცია 80 მილიონ ლარს აჭარბებს. ზურაბ პატარაძის თქმით, განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ კურორტი განვითარების გეგმის მიხედვით ვითარდება და საბოლოო ჯამში 200 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას მოიცავს.

ისტორიულ პროექტად შეაფასა ზურაბ პატარაძემ მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტი, რომლის განხორციელება უკვე დაწყებულია. პროექტი ბათუმიდან შუახევამდე უკვე შეძენილია და მშენებელი კომპანიაც უახლოეს პერიოდში გამოვლინდება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა ასევე ტურისტულ სეზონზე, ტურისტების რიცხვის ზრდაზე და აღნიშნა, რომ მხოლოდ ბათუმის აეროპორტში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი 67%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დღეში 20-22 ფრენა ხორციელდება და 2017 წლის 6 თვეში ბათუმ ნახევარ მილიონზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა.

 

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics