2017-08-09 11:39:52, 2711 ნახვა
მსოფლიო
პარიზის გარეუბანში ავტომობილი ქვეითად მოსიარულე სამხედროებს დაეჯახა
პარიზის ერთ-ერთ გარეუბანში, ქვეითად მოსიარულე სამხედრო მოსამსახურეებში ავტომობილი შევარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად 6 ადამიანია დაშავებული, მათგან 2 სამხედროს მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
სამართალდამცველების თქმით, ავტომობილის მძღოლმა ადგილიდან მიმალვა შეძლო. ამ ეტაპზე იგი იძებნება.
როგორც მედია წერს, ჯერჯერობით უცნობია იყო თუ არა ეს ტერაქტი. სხვა დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან