13:02 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-09 10:51:20, 2373 ნახვა

სამართალი
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აშშ–ს დელეგაცია ეწვია

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა, ნიკოლოზ სირაძემ აშშ-ს ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალს, ტომას ბლეკსტოკს, დელეგაციასთან ერთად, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოში უმასპინძლა.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე ნიკოლოზ სირაძემ ამერიკელ სტუმრებს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საქმიანობა გააცნო, ასევე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ამერიკულმა მხარემ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აშშ-ს საელჩოს, აშშ-ს სამხედრო ინჟინერთა კორპუსისა და აშშ-ს ევროპული სარდლობის ერთობლივი საჩუქარი: ხელსაწყოების პორტატიული ყუთები, სხვადასხვა ტიპის გენერატორები, კარვები, ჩაფხუტები, ძალაყინები და სხვა აღჭურვილობა გადასცა.

შეხვედრაზე მხარეები სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელმა სტუმრებმა აშშ-ს ევროპული სარდლობის ფინანსური მხარდაჭერით აშენებული, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ახალი ადმინისტრაციული შენობა დაათვალიერეს და სიმულაციურ ჩვენებებს დაესწრნენ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics