05:35 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-09 08:54:49, 2914 ნახვა

საზოგადოება
მთაწმინდაზე ხანძრის შედეგად 2 ჰექტარამდე ტყის მასივი დაიწვა

მთაწმინდის ფერდობზე ხანძრის შედეგად 2 ჰექტარამდე ტყის მასივი დაიწვა.

შსს-ს ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში წუხელ 70-მდე მეხანძრე-მაშველი და 11 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა იყო ჩართული. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ სირაძე.

რთული რელიეფური მდებარეობის გამო, სახანძრო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილება გართულებული იყო, თუმცა, მეხანძრე-მაშველების მუშაობის შედეგად, ხანძრის გავრცელების საშიშროება მალევე აღმოიფხვრა. მიმდებარე ტერიტორიაზე დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ შექმნია.

ამ დროისთვის ხანძარი სრულად არის ლიკვიდირებული.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics