2017-08-08 23:54:17, 2473 ნახვა
საზოგადოება
არსებული ინფორმაციით, მთაწმინდის ფერდობზე ხანძარმა იკლო
არსებული ინფორმაციით, მთაწმინდის ფერდობზე ხანძარმა იკლო.
ადგილზე სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებია მობილიზებული. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინიატროს ინფორმაციით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
„მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზაციის მიზნით ადგილზე მობილიზებულია 70-მდე მეხანძრე-მაშველი, ასევე, საკმარისი რაოდენობით წყლის ცისტერნა.
რთული რელიეფური მდებარეობის გამო, სახანძრო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილება გართულებულია. თუმცა, მეხანძრე-მაშველების ეფექტური მუშაობის შედეგად, ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე აღარ არსებობს. დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ ემუქრება“, - წერს პერტაია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან