2017-08-08 10:31:33, 2287 ნახვა
საზოგადოება
კობახიძე: ჩვენი ვალია ყველაფერი გავაკეთოთ, რომ შესრულდეს ის, რისთვისაც ჩვენი გმირები იბრძოდნენ
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო.
კობახიძემ ძმათა სასაფლაოზე გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
„9 წელი გავიდა მას შემდეგ რაც აგვისტოს ომი დაიწყო. ჩვენი ვალია პირველ რიგში პატივი მივაგოთ ჩვენს დაღუპულ გმირებს, გავიხსენოთ ისინი და ასევე ჩვენი ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ შესრულდეს ის, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი გმირები, ეს არის სამშობლოს ერთიანობა და ეს არის საქართველოს გამთლიანება“ ,-განაცხადა კობახიძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან