05:01 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-07 21:22:02, 2314 ნახვა

საზოგადოება
8 აგვისტოს ანონსი

8 აგვისტოს, 09:30 საათზე, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ,,თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე შალვა შავგულიძე, პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად, 2008 წელს, აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების საფლავებს გვირგვინით შეამკობს.

ხვალ 10:30 საათზე პრეზიდენტი მუხათგვერდის სასაფლაოზე მივა და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებს. 
 

8 აგვისტოს, 11:00 საათზე, 2008 წლის აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოგამოფენა - „ომი ჩვენს ობიექტივში“ გაიმართება.
მის.: რუსთაველის გამზ. #8, პარლამენტის სასახლის ეზო


8 აგვისტოს, 11:30 საათზე, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო 
საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობის შესახებ 
ინფორმაციის გასაცნობად ოფიციალური ვიზიტით მყოფ, ფარმაცევტული 
კომპანია „გილეადის“ ხელმძღვანელობას შეხვდება.
მისამართი: ვარდების მოედანი #1 (სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“)
საკონტაქტო პირი: სოფო ჭუმბურიძე - 599 120009


ხვალ,   12:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში ვიდეოხიდი თბილისი-მინსკი-კიშინიოვი-ბიშკეკი გაიმართება.
მის: აღმაშენებლის გამზ. #61, მე–5 სართული, ბლოკი С
საკონტაქტო ნომერი: 555 90 89 77

ხვალ, 12:00 საათზე „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებს. 
 

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დემოკრატიული განვითარების ცენტრი“,8 აგვისტოს 17:00 საათზე სამების საკათედრო ტაძარში ატარებს 2008 წლის ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნის საღამოს, რომელსაც დაესწრებიან 2008 წლის ომიში დაღუპულ მეომართა ოჯახის წევრები,პოეტები და საზოგადო მოღვაწეები,

17:00 საათზე არქიმანდრიტი სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის, ხოლო 18:00 საათზე სამების ახალგაზრდულ დარბაზში ხსოვნის საღამო ჩატარდება.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics