|
2017-08-07 19:47:34, 2619 ნახვა
სამართალი
საქართველოში ექსტრადიციის მიზნით, უკრაინაში კოხტა კოდუა დააკავეს
საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 2017 წლის 4 აგვისტოს, საქართველოში ექსტრადიციის მიზნით, უკრაინის ტერიტორიაზე საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, 1980 წლის 28 იანვარს დაბადებული კოხტა კოდუა დააკავეს. "უკრაინის კომპეტენტური სასამართლოს 2017 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ძებნილი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩეული იქნა საექსტრადიციო პატიმრობა 40 დღის ვადით. კ.კ. საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 იანვრისა და 18 მარტის განაჩენთა აღსრულების მიზნით. 2014 წლის 27 იანვრის განაჩენით იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის გამო. მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. 2014 წლის 18 მარტის განაჩენით, კ.კ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი), 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და 1441 მუხლის მე-2 ნაწილის „ა", „ე" და „ზ" ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის გამო. ამავე განაჩენით, კ.კ.-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით",-აცხადებენ პროკურატურაში. მათივე ცნობით, ამჟამად კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)