2017-08-07 18:02:02, 2856 ნახვა
საზოგადოება
კახეთში, სოფელ თელას მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თელას მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია.
როგორც „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი გამხმარ ბალახებს უკიდია. ხანძარი რამდენიმე ჰექტარზეა გავრცელებული.
ადგილზე 100-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ინტენსიურად მიმდინარეობს ხანძრის ქრობის პროცესი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან