2017-08-07 15:22:22, 2567 ნახვა
საზოგადოება
დიდ დიღომში, „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია
დიდ დიღომში, სავაჭრო ცენტრ „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია.
„ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, ცეცხლი თავდაპირველად საბურავებს გაუჩნდა, შემდეგ კი, ბალახს და ნაძვნარს მოედო.
ამ დროისთვის ადგილზე სახანძრო სამაშველო ეკიპაჟები ცეცხლის კერების ჩაქრობას ცდილობენ.
„ადგილზე მობილიზებულია 10-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძარი უკიდია ბალახებს, ბუჩქებს და საბურავებს, ამიტომაც არის შავი კვამლი. ამ ეტაპზე აქტიურად მიდის ხანძრის ქრობის პროცესი“, - განუცხადეს „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების სააგენტოში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან