|
2017-08-07 15:00:51, 2370 ნახვა
სამართალი
შსს-მ განმუხურში ნარკოდანაშაულისთვის ირანის მოქალაქე დააკავა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმუხურში, ნარკოდანაშაულისთვის ირანის მოქალაქე დააკავა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებები: „ლიზერგიდი“, „მეტადონი“, „მდმა“ და მარიხუანა ამოიღეს. „შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, 1981 წელს დაბადებული ს.რ. ნარკოდანაშაულისთვის ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ლიზერგიდის“ შემცველი 6 ფირფიტა, 3 აბი „მეტადონი“, „მდმა“-ს შემცველი 2 ფირფიტა და ფირფიტის 4 ნაჭერი, 18 შეკვრად დაფასოებული მარიხუანა და 3 შეკვრად დაფასოებული გამომშრალი მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ს.რ.-ს მარიხუანის, „მდმა“-ს და მეტადონის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, - ნათქვამია განცხადებაში. გამოძიება განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-3 და მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტით).
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)