05:01 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-07 14:38:37, 2160 ნახვა

საზოგადოება
„რესპუბლიკელები“: ანაკლიაში, ფესტივალზე განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ სახელმწიფო მოქალაქეებზე არ ზრუნავს

„ანაკლიაში მიმდინარე ფესტივალზე განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სახელმწიფო არ ზრუნავს საკუთარ მოქალაქეებზე“, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ განცხადებაშია აღნიშნული.

პარტიაში მიაჩნიათ, რომ არსებული ნარკოპოლიტიკის შეცვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ქვეყანაში არსებული არაჰუმანური და სასტიკი ნარკოპოლიტიკის შედეგებს ყოველდღიურად ვხედავთ.  ანაკლიაში მიმდინარე ფესტივალზე განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სახელმწიფო არ ზრუნავს საკუთარ მოქალაქეებზე,  დასჯასა და რეპრესიებზე ორიენტირებულ პოლიტიკას კი წლებია შედეგი არ მოაქვს.

„ქართული ოცნების“  ხელისუფლება, ისევე როგორც მისი ყველა წინამორბედი, არ აპირებს შეცვალოს ნარკოპოლიტიკა და დათმოს შანტაჟისა და მანიპულაციის ძლიერი ინსტრუმენტი. მეტიც, იმის ფონზე, რომ შემოდგომაზე პარლამენტმა დეკრიმინალიზაციის შესახებ დარეგისტრირებული კანონპროექტის განხილვა უნდა დაიწყოს,  ჩნდება ეჭვი, რომ ხელოვნურად ხდება მიმდინარე პროცესების პროვოცირება ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან, რაც საზოგადოებაში შიშის დანერგვას და არსებული სტერეოტიპების გაძლიერებას ემსახურება. კერძოდ. ამაზე მიუთითებს ის უზნეო და აშკარად ორგანიზებული კამპანია, რაც სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებშია გაჩაღებული და სადაც ნარკოტიკის მომხმარებელი გამოყვანილია როგორც განსაკუთრებით საშიში ბოროტმოქმედი, რომელიც ყველაფრის ღირსია. 

„რესპუბლიკელები“ მივიჩნევთ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შეიცვალოს არსებული ნარკოპოლიტიკა და სახელმწიფოს ორიენტირი გახდეს ადამიანი, მასზე ზრუნვა, მისთვის შესაბამისი სერვისებისა და ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა, რათა მაქსიმალურად შევამციროთ ზიანი. ჰუმანური პოლიტიკისათვის ბრძოლაში კი მნიშვნელოვანია საზოგადოების ერთიანობა და მტკიცე ნება არსებული რეალობის შესაცვლელად.

საქართველოს რესპუბლიკური პარტია სრულად იზიარებს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ მომზადებულ კანონპროექტს დეკრიმინალიზაციის შესახებ. ვუერთდებით „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მოთხოვნებს, სასწრაფოდ მოხდეს ანაკლიაში ფესტივალზე ახალგაზრდის ტრაგიკული გარდაცვალებისა და რამდენიმე ადამიანის მოწამვლის შემთხვევების გამოძიება.

აქვე გვსურს, მწუხარება გამოვთქვათ და მივუსამძიმროთ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და მთელ საქართველოს“, - ნათქვამია „რესპუბლიკური პარტიის“ განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics