7–10 აგვისტოს საქართველოში 40-41 გრადუსი სიცხეა მოსალოდნელი
საქართველოს ტერიტორიაზე 7–10 აგვისტოს 40-41 გრადუსი სიცხეა მოსალოდნელი.
ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„საქართველოში ნარჩუნდება ცხელი ამინდი. აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ 7–10 აგვისტოს შესაძლებელია 40 41 გრადუსს მიაღწიოს. დასავლეთ საქართველოში 7–8 აგვისტოს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 35 40 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი“, - აცხადებენ სააგენტოში.