|
2017-08-07 13:24:02, 959 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია ნატოს ძირითადი ჯგუფის ახალ ხელმძღვანელს, კაპიტან შტეფან ანიჰოფერს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს ძირითადი ჯგუფის (NATO Core Team) ახალ ხელმძღვანელს, კაპიტან შტეფან ანიჰოფერს უმასპინძლა. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი და ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი ტორსტენ კიოლერი დაესწრნენ. სამინისტროს ინფორმაციით, ლევან იზორიამ კაპიტან შტეფან ანიჰოფერს წარმატებები უსურვა და მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. თავდაცვის მინისტრმა პოლკოვნიკ ტორსტენ კიოლერს საქართველოში ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული, განხორციელებული პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს. პაკეტის განხორციელების პროცესში თავდაცვის სამინისტროს ძალისხმევა და ამ კუთხით მიღწეული პროგრესი ხაზგასმით აღინიშნა: „მიმოვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობის პროგრესი. განსაკუთრებით გამოვყავით ორი მიმართულება, სადაც ჩვენ ძალიან წარმატებულები ვართ. ეს ეხება პირველ რიგში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს, ასევე, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას. ამ მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობა მომავალში გააქტიურდება. რაც შეეხება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში არსებულ სხვა ინიციატივებს, მოხდება მათი სიქრონიზება და მაქსიმალური მუშაობა იმ შედეგის მისაღწევად, რასაც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიღწევა ჰქვია“ , განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. ნატოს ძირითადი ჯგუფი (NATO Core Team), რომელიც ორი წლის წინ ნატო-საქართველოს არსებით პაკეტთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა, პაკეტის ფარგლებში არსებული ინიციატივების ეფექტურ განხორციელებას კოორდინაციასა და ზედამხედველობას უწევს. ჯგუფის წევრები ქართულ მხარესთან აქტიურად თანამშრომლობენ და ნატოს საერთაშორისო სამსახურს ინფორმაციებს აწვდიან.
(NS)
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
ტრამპმა კაპიტოლიუმის შენობაში შტურმის შედეგად დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გაცემის შესაძლებლობა წამოჭრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)