2017-08-07 09:52:25, 2337 ნახვა
საზოგადოება
აბიტურიენტების სააპელაციო განცხადებების მიღება დაიწყო
აბიტურიენტების სააპელაციო განცხადებების მიღება დღეიდან დაიწყო.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სააპელაციო განაცხადები მიიღება 7 აგვისტოს 10:00 საათიდან 11 აგვისტოს 18:00 საათამდე მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე online.naec.ge და www.naec.gov.ge
აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების დამატება/შეცვლა 11 აგვისტოს 18:00 საათამდე შეეძლებათ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან