2017-08-07 09:35:42, 2551 ნახვა
საზოგადოება
ზაზა ფაჩულიას სახელობის გალფის საკალათბურთო მოედანი აშენდება
ქართველი კალათბურთელის ზაზა ფაჩულიას სახელობის გალფის საკალათბურთო მოედანი აშენდება.
გელოვანის გამზირზე მშენებლობას საფუძველი დღეს, 10:00 საათზე, საზეიმო ვითარებაში ჩაეყრება.
ღონისძიებას დაესწრებიან ზაზა ფაჩულია, ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია და კომპანია გალფის მენეჯმენტი.
მისამართი: დიღმის მასივის 1-ლი კვარტლის მე-9 კორპუსის წინ (მარშალ გელოვანიდან I კვარტალში შემომავალი გზა)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან