2017-08-06 17:10:38, 2536 ნახვა
საზოგადოება
უშგულთან მდინარეში ავტომობილი გადავარდა
უშგული-მესტიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს,
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურები. მაშველები ხევიდან მძღოლისა და ავტომობილის ამოყვანას ცდილობენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან