2017-08-06 11:02:05, 3139 ნახვა
საზოგადოება
დღეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარი დროებით ჩაიკეტება
დღეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარი დროებით ჩაიკეტება. დე ფაქტო უსაფრთხოების სახელმწიფო უწყების ინფორმაციით, აგვისტოს ომის 9 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილი ხსოვნის ღონისძიებების ჩატარების გამო, 6 აგვისტოს, 20:00 საათიდან დროებით შეწყდება სამხრეთ ოსეთში განლაგებული, საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის კვეთის პუნქტების მუშაობა.
მათივე ცნობით, ე.წ. საზღვარი 9 აგვისტოს 07:00 საათიდან გაიხსნება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან