|
2017-08-05 15:07:28, 2528 ნახვა
სამართალი
საგარეო უწყების ინფორმაციით, თურქეთის ციხეში მოშიმშილე ქართველები სასულიერო პირთან შეხვედრას ითხოვენ
საგარეო საქმეთა სამინისტრო, თურქეთში, მალტეპეს ციხეში მოშიმშილე საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ისინი ქართველ სასულიერო პირთან შეხვედრას ითხოვენ. „სტამბოლში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მშობლებისგან შევიდა შეტყობინება მალტეპეს ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიერ შიმშილობის გამოცხადების შესახებ. საკონსულო დაუკავშირდა სტამბოლის პროკურატურას და სასჯელაღსრულების დაწესებულებას, სადაც დაადასტურეს ქართველი პატიმრების შიმშილობის თაობაზე. პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების განცხადებით, შიმშილობის დაწყების ერთადერთი მიზეზი არის მათი მოთხოვნა ქართველ სასულიერო პირთან შეხვედრის შესახებ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსულოს სისტემატური კავშირი აქვს სტამბოლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ პატიმრებთან, რა დროსაც მათი მხრიდან არასდროს გამოთქმულა სურვილი სასულიერო პირთან შეხვედრის შესახებ. გენერალური საკონსულო სისტემატურად აწვდის პატიმრებს საეკლესიო ნივთებს (სანთლები, ხატები, ლოცვანი და ა.შ.) პატიმრებს საპატიმროში ასევე აქვთ სალოცავი კუთხე, ციხის ადმინისტრაციას მათთვის არანაირი პრობლემა არ შეუქმნია. შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებისთანავე პატიმრების მონახულების მოთხოვნით გაიგზავნა წერილი სტამბოლის პროკურატურაში. ნებართვას პატიმრების მონახულებაზე საკონსულო მიიღებს ორშაბათს, რის შემდეგაც მოხდება შეხვედრა. დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საკონსულოს მიერ გადამოწმებული ინფორმაციის თანახმად საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)