2017-08-05 14:35:17, 2543 ნახვა
საზოგადოება
თურქეთში მომხდარი ავტოავარიის შედეგად, საქართველოს 1 მოქალაქე დაშავდა
თურქეთში, ამასიას პროვინციაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაშავდა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, დაშავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
შეგახსენებთ, თურქეთში ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 36 კი, დაშავდა. ავტობუსი, რომელიც სტამბულიდან ორდუს მიმართულებით მოძრაობდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მიმდინარეობს გამოძიება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან