16:01 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-05 11:01:14, 1177 ნახვა

რეგიონი
ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში წუხელ GEM FEST-ის კიდევ 6 მონაწილე შეიყვანეს

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში წუხელ, ანაკლიიდან, GEM FEST-ის კიდევ 6 მონაწილე  შეიყვანეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მათგან ოთხი ღამის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. დიაგნოზი კვლავ უცნობი ნივთიერებით ინტოქსიკაციაა

„6 პაციენტი შემოვიდა წუხელ. აქედან 4 მართვით სუნთქვაზე იქნა აყვანილი. ამ დილით მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა. ოთხივე პაციენტის ექსტუბაცია მოხდა და გადაყვანილი არიან პალატაში. ორი პაციენტი გაეწერა შემოყვანიდან რამდენიმე საათში ბინაზე“, - განაცხადეს პრესსამსახურში.

რაც შეეხება 4 აგვისტოს რეანიმაციაში მოთავსებულ მამაკაცს, რომლის მდგომარეობაც კრიტიკული იყო, პრესსამსახურის ცნობით, პაციენტი თავს უკეთ გრძნობს.

„მამაკაცი კარგად არის, ექსტუბირებულია ისიც, კონტაქტურია, საუბრობს. ჯერჯერობით, ვინაიდან ასეთი მძიმე მდგომარეობა იყო, მაინც რჩება ინტენსიურში და მალე გადავა პალატაში“, - აღნიშნეს პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, უცნობი ნივთიერებით ინტოქსიკაციის დიაგნოზით, გუშინ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 22 წლის გოგონა გარდაიცვალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics