10:38 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-05 09:34:33, 2174 ნახვა

სამართალი
„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ ნარკოპოლიტიკის საკითხზე პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის ინიციატივით გამოდის

„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ ხელისუფლებას ინიციატივით მიმართავს, რიგგარეშე საპარლამენტო სესია მოიწვიონ და „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ მიერ შეთავაზებული რეფორმის განხილვა დაიწყოს.

ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

„"თეთრი ხმაურის მოძრაობა" უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს მუსიკალურ ფესტივალ "ჯემ ფესტზე" მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს. დღევანდელი მძიმე ფაქტით გამოწვეული ტკივილი საერთოა. დღესვე გავრცელებული ინფორმაციით ფესტივალზე დაუდგენელი ფსიქოაქტიური სუბსტანციით ინტოქსიკაციის რამდენიმე შემთხვევაც დაფიქსირდა. ამ ეტაპზე არ ვიცით არსებობს თუ არა კავშირი აღნიშნულ მოვლენებს შორის, თუმცა, შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, პირველ რიგში მივმართავთ მომხმარებლებს და საზოგადოებას, პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ გავრცელებულ ინფორმაციას.

მნიშვნელოვანია ობიექტური სურათის არარსებობამდე თავი შევიკავო საზოგადოებაში პროვოკაციული და მცდარი წარმოდგენების გავრცელებისაგან. ორმაგად მნიშვნელოვანია მომხდარზე სახელმწიფოს ცივილური, ადეკვატური და გააზრებული პასუხი. არ უნდა დავუშვათ, რომ მოვლენის შეფასება გაიდაიზარდოს რეპრესიული მანქანის ამოქმედების ირიბ მოწოდებებში. არ დაგვავიწყდეს, მსგავსი ტრაგედიების წინაპირობა სწორედ რეპრესიული ნარკოპოლიტიკაა, სადაც სადამსჯელო მიდგომები მსუყე ნიადაგს ქმნის უკონტროლო შემთხვევებისთვის და არ ტოვებს ადგილს პრევენციული, ზიანის შემცირეის, საინფორმაციო, თუ უსფრთხოების სათანადო ნორმების დასანერგად.

საჭიროა მოვლენაზე ერთადერთი სწორი პასუხი: ნარკოპოლიტიკის სწრაფი, ფუნდამენტური რეფორმა! ახალი რეალობის შექმნა, სადაც შესაბამისი სტრუქტურები სრულად ფლობენ ნარკოვითარებაზე მონიტორინგის მექანიზმებს და მაქსიმალურად აზღვევენ არასასურველ რისკებს. ეს კი მხოლოდ სამედიცინო, ჯანდაცვასა და მოქალაქეთა სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფისკენ მიმართული მიდგომების დანერგვითაა შესაძლებელი.

ჩვენ არ გვაქვს უფლება გაუაზრებელი პოლიტიკით დავკარგოთ ყველაზე ძვირფასი - ადამიანთა სიცოცხლე. ჩვენ არ გვაქვს გადავადებისა და ფუჭი დაპირისპირიბების დრო.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დროა დაამტკიცოთ, რომ თქვენთვის ფასეულია ადამიანი, მოგმართავთ ინიციატივით, მოვიწვიოთ რიგგარეშე საპარლამენტო სესია და დაუყოვნებლივ დავიწყოთ "ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის" მიერ შეთავაზებული რეფორმის განხილვა. ყოველი დაკარგული წუთი მხოლოდ და მხოლოდ გვაახლოვებს მსგავს ტრაგედიებთან“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთმა ზელენსკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, თეთრი არწივის ორდენი ჩამოართვა
აშშ-ის დაზვერვამ ტრამპი გააფრთხილა, რომ ისრაელს შეუძლია ირანთან სამშვიდობო შეთანხმების ჩაშლა
ობამამ გააკრიტიკა ტრამპის ირანთან მიღწეული შეთანხმება: „ჩვენ ისევ საწყის წერტილს დავუბრუნდით“
NYT: ტრამპმა ზელენსკისთან დაპირისპირებას „შესანიშნავი სატელევიზიო შოუ“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics