ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ანაკლიიდან GEM FEST-ის კიდევ ორი მონაწილეა გადაყვანილი.
როგორც „ექსპრესნიუსს“ საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. პირველადი დიაგნოზი უცნობი ნივთიერებით ინტოქსიკაციაა.
„ინტოქსიკაციებით მომართვიანობა აქვს კლინიკას. სტაციონარში ამჟამად იმყოფებდა ორი ადამიანი, ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფება მართვით სუნთქვაზე. ანაკლიიდან შემოიყვანეს ეს მამაკაცი, სად მიიღო ინტოქსიკაცია და სად იმყოფებოდა ვერ გეტყვით“,-აცხადებენ საავადმყოფოში.