10:29 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-04 16:41:12, 2944 ნახვა

სამართალი
GEM FEST-იდან საავადმყოფოში გადაყვანილი ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

ანაკლიაში, GEM FEST-ზე მყოფი ახალგაზრდა ქალი შეუძლოდ გახდა.

იგი მწვავე ინტოქსიკაციით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

„გუშინ გოგონა იყო შემოყვანილი სუნთქვის და გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით. პირველადი დიაგნოზი დაისვა უცნობი ნივთიერებებით ინტოქსიკაცია. ძალიან მალე უკვე განვითარდა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი პროცესები. სამწუხაროდ ამ გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - განუცხადეს „ექსპრესნიუსს“ ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს პრესსამსახურში.

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთმა ზელენსკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, თეთრი არწივის ორდენი ჩამოართვა
აშშ-ის დაზვერვამ ტრამპი გააფრთხილა, რომ ისრაელს შეუძლია ირანთან სამშვიდობო შეთანხმების ჩაშლა
ობამამ გააკრიტიკა ტრამპის ირანთან მიღწეული შეთანხმება: „ჩვენ ისევ საწყის წერტილს დავუბრუნდით“
NYT: ტრამპმა ზელენსკისთან დაპირისპირებას „შესანიშნავი სატელევიზიო შოუ“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics