04:27 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-04 16:10:20, 2428 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში პირველად, ზაზა ფაჩულია NBA-ს ჩემპიონთა თასს ჩამოიტანს

ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელიც წელს  NBA -ს ჩემპიონი გახდა. მისმა გუნდმა  "Golden State Warriors" ჩემპიონატის ფინალური სერიის მეხუთე მატჩში " Cleveland Cavaliers" ანგარიშით 129:120 დაამარცხა, სერია 4:1 მოიგო და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

6 აგვისტოს ზაზა ფაჩულია NBA-ს ჩემპიონთა თასს, ტრადიციული ტროფი ტურის ფარგლებში, საქართველოში ჩამოიტანს და აეროპორტში გულშემატკივრებს შეხვდება. ტურის განმავლობაში გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ ქართველი კალათბურთელი და ცნობილი ლარი ობრაიენის სახელობის თასი  ნახონ და მასთან ფოტოები გადაიღონ.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ზაზა ფაჩულიას ერთერთი მასპინძელი თიბისი ბანკია. ქართველი კალათბურთელი პროექტების  „სტარტაპერის" და „ბიზნესდაჯილდოების" მონაწილეებს

შეხვდება და მათ საკუთარი წარმატების ისტორიას გაუზიარებს.

საქართველოში ჩამოსვლა და თასის ჩამოტანა ზაზა ფაჩულიამ ჩემპიონობის მოპოვებისთანავე გადაწყვიტა. მან თამაშის შემდეგ გულშემატკივარს Facebook live-ის მეშვეობით მიმართა და  თავისი ემოციები გამოხატა:

"სიტყვები არ მყოფნის, ეს ჩემთვის დაუვიწყარი დღეა. მადლობელი ვარ, რომ მომეცა საშუალება ჩემი ქვეყანა წარმედგინა. გილოცავთ ყველას, დიდი მადლობა ყველას, ვინც გვერდში მედექით. რთული სეზონი იყო, მაგრამ ჩვენ მაინც გავიმარჯვეთ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ქართველი ვარ, ამას ყოველთვის ვიტყვი. საქართველოში თასი და ბეჭედი ჩამოვა!"

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics