04:27 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-04 15:31:04, 2367 ნახვა

საზოგადოება
ქართლში მოძიებული ვაზის იშვიათი ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები მეწარმეებს გააცნეს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეღვინეობისა და პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების კვლევის სამსახურის უფროსმა, დავით ჩიჩუამ ქართლში მოძიებული  ვაზის იშვიათი ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები ქართველ ღვინის მწარმოებლებს გააცნო. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპული სტილით დაყენებული თეთრი ღვინის 15 ნიმუში შემდეგი პარამეტრებით შეფასდა - შეფერილობის ინტენსივობა, ხილის ტონები (კენკრა, კურკოვანი, ყვითელი ხილი), სანელებლები, ყვავილოვანი ტონები, ვეგეტატიური ტონები (ბალახი, ყლოტრები, პიტნა), სიმჟავე, ტანინი/სხეულიანობა, სიმწკლარტე/სიუხეშე და ალკოჰოლის შეგრძნება. საუკეთესოებად ცივვაზი, ქიშური, ჩინური და გორული მწვანე დასახელდა. 

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ მოძიებული და ჯიღაურას ბაზაზე გაშენებულია ვაზის  437 ქართული და 350 უცხოური ჯიშის საკოლექციო ნარგაობა. 

აღნიშნულ ბაზაზე ყოველწლიურად, ნაკლებად შესწავლილი 70-მდე ჯიშის ყურძნისგან ღვინის დაყენება და შეფასება ხდება, რათა მომავალში საუკეთესო ჯიშების გავრცელება და მათი საწარმოო მიმართულებაში ჩართვა მოხდეს.

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics