|
2017-08-04 11:47:12, 3423 ნახვა
პოლიტიკა
ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ გაერთიანება გადაწყვიტა
ოთხი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია: ”ახალი საქართველო”, ”ახალი ერთობა საქართველოსთვის”, ”ევროპელი დემოკრატები” და ”სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის” ერთიანდება. მათ აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილება უკვე მიიღეს. სოციალურ-პოლიტიკური პლატფორმის ჩამოყალიბება ჯერ არ დასრულებულა. ისინი, ვინც ამ პლატფორმაში უკვე არიან გაწევრიანებული, სხვა პროდასავლურ ძალებს მოუწოდებენ, მათ შეუერთდნენ. საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, პოლიტიკური პარტიები და არაპოლიტიკოსები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მმართველი გუნდის დასამარცხებლად და ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად, გაერთიანება აუცილებელია, დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ იკრიბებიან. „ვიკრიბებით საზოგადოებისთვის ცნობილი პირები, პოლიტიკური პარტიები, არაპოლიტიკოსები, ვისაც სწამს, რომ გაერთიანება არის ერთადერთი გზა, ქვეყნის კრიზისდან გამოყვანის. მთავარი პრინციპი, რასაც ყველას ვთავაზობთ, ეს არის, რომ პრაიმერის გზით შევარჩიოთ მერობის კანდიდატი, სიის კანდიდატები, მაჟორიტარობის კანდიდატები და დავამკვიდროთ ახალი პოლიტიკური კულტურა საქართველოში“,-აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)