|
2017-08-03 17:15:21, 2746 ნახვა
საზოგადოება
ხვალ, 22:00 საათიდან, თბილისში რამდენიმე მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
ორბელიანის მოედანზე მიმდინარე საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციის გამო, 4 ივლისს, 22:00 საათიდან, ათონელის ქუჩაზე მშრალი ხიდის მიმართულებით და ხაზინის ქუჩის კუთხემდე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. "შესაბამისად, მშრალი ხიდიდან ორბელიანის მოედნისკენ მოძრავი მიკროავტობუსები და N20 და N23 ავტობუსები ზაარბრიუკენის მოედნიდან მოძრაობას ტოლსტოისა და ხეთაგუროვის ქუჩების მიმართულებით განაგრძობენ, საიდანაც ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან. N20 ავტობუსი და მიკროავტობუსები ბარათაშვილის ქუჩიდან ორბელიანის მოედანზე შეუხვევენ, ხოლო N23 ავტობუსი კონკასთან გაჩერდება. ზემოთნახსენები საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკუმიმართულებითაც ანალოგიური სქემით იმოძრავებს. ხოლო მიკროავტობუსები, რომლებიც ორბელიანის მოედნისა და მშრალი ხიდის გავლით იუსტიციის სახლის მიმდებარედ გადაადგილდებოდნენ, ბარათაშვილის ქუჩიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადავლენ, მობრუნდებიან და ბარათაშვილის ხიდიდან იუსტიციის სახლთან ჩაუხვევენ",-აცხადებენ მერიაში. გარდა ამისა, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება თაბუკაშვილის ქუჩაზე ფურცელაძის ქუჩის კვეთიდან ჭანტურიას ქუჩის კუთხემდეც. აქედან გამომდინარე, დროებით შეიცვლება იმ მიკროავტობუსების მარშრუტები, რომლებიც თაბუკაშვილის ქუჩიდან დავით აღმაშენებლისა და ფილარმონიის მიმართულებით მოძრაობდნენ. ისინი თაბუკაშვილის ქუჩაზე პუშკინის ქუჩის, თავისუფლების მოედნის, რუსთაველის გამზირისა და ჭანტურიას ქუჩის გავლით მოხვდებიან. ქალაქ თბილისის მერია მოქალაქეებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის.
(NS)
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)