|
2017-08-03 13:10:22, 1978 ნახვა
საზოგადოება
ფრანგი ექსპერტები „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლებს ევროდირექტივების დანერგვის მიმართულებით გამოცდილებას უზიარებენ
„საქართველოს რკინიგზას“ საფრანგეთის რკინიგზის ექსპერტები სტუმრობენ. ფრანგი სპეციალისტები TAIEX (Technical Assistance Information Exchange) პროგრამის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის გრანტს წარმოადგენს, „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლებს ევროდირექტივების დანერგვის მიმართულებით საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. ფრანგი და ქართველი რკინიგზელების ძირითადი განხილვის თემა 34-ე ევროდირექტივაა, რომელიც რკინიგზის სტრუქტურულ რეფორმას ეხება. საფრანგეთის რკინიგზის მაღალჩინოსანთა და „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენელთა შეხვედრები ორმხრივი დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობს. „საქართველოს რკინიგზის“ კოოპერატიული მართვის დეპარტამენტის უფროსის, აკაკი საღირაშვილის განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ქართულმა მხარემ ვალდებულება იკისრა, ევროპული დირექტივები ტრანსპორტის დარგშიც დანერგოს.
თავის მხრივ, ფრანგმა ექსპერტმა ფრედერიკ პარდემ აღნიშნა, რომ არსებობს ფანტასტიური შესაძლებლობები, კომპანია საერთაშორისო დონეზე გავიდეს, თუმცა, მისივე თქმით, ეს იოლი არ არის.
„საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლები კონსულტაციებს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელის - საფრანგეთის რკინიგზის წარმომადგენლებისგან იღებენ. აღნიშნული მისია, ასევე გამოცდილების გაზიარების შედეგად, ახალ სტრუქტურებზე გადასვლას ისახავს მიზნად. (R)
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


„მოგახსენებთ, რომ ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში, TAIEX -ის გრანტის ფარგლებში, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მივიღოთ საფრანგეთის რკინიგზის წამყვანი ექსპერტები და მათ გაგვიზიარონ გამოცდილება ევროდირექტივების დანერგვის თვალსაზრისით. როგორც იცით ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს მხარემ იკისრა ვალდებულება ტრანსპორტის დარგშიც დანერგოს ევროპული დირექტივები და რეგულაციები. მათ შორის, სამი რეგულაცია რკინიგზას ეხება, საერთო ჯამში 8 ნორმატიული აქტი არის დასანერგი. დღევანდელი შეხვედრა, გუშინდელი და უკვე სამი დღეა მიმდინარეობს ეს ვორქშოპი. ეძღვნება ძირითადად 34-ე დირექტივის საინტერესო საკითხებს, ასევე ევროკომისიის მიერ დამტკიცებულ ე.წ. მეოთხე სარკინიგზო პაკეტის ცვლილებებს. ჩვენ ამ დირექტივის დანერგვა გვიწევს 2021 წლისთვის. პირველი დღე დაეთმო რკინიგზის სიტუაციის გარკვევას, შესწავლას მათ მიერ, როგორც საკანონმდებლო, ასევე სტრუქტურულ დონეზე. დღევანდღელი დღე ეძღვნება კონკრეტულ რეკომენდაციებს რა უნდა გავითვალისწინოთ და რა არის მნიშნელოვანი ამ დირექტივის დანერგვის დროს“,-განაცხადა აკაკი საღირაშვილმა“,-აღნიშნა საღირაშვილმა.
„მსოფლიო გლობალური ხდება. ყველა კომპანიებმა და ორგანიზაციებმა ახალ რეალობასთან ადაპტირება უნდა მოახდინონ. შესაბამისად, ევროკავშირის ჩარჩო განვითარების საინტერესო პერსპექტივას იძლევა საერთაშორისო დონეზე. არსებობს ფანტასტიური შესაძლებლობები, კომპანია რომ საერთაშორისო დონეზე გავიდეს. თუმცა, ეს იოლი არაა. ამას დრო სჭირდება. ჩვენ საფრანგეთში საამისოდ 20 წელი დაგვჭირდა. ჩვენ ჩვენს ქართველ პარტნიორებს ავუხსენით, რომ საერთაშორისო ბაზარზე გასვლა რთული პროცესია, თუმცა საინტერესო სამუშაოა“,-განაცხადა ექსპერტმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)