03:51 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-03 10:42:14, 2312 ნახვა

საზოგადოება
ტანზანიის დელეგაციამ ეროვნული არქივის პავილიონი დაათვალიერა

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონს ტანზანიის რესპუბლიკის დელეგაცია ესტუმრა.

დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, სტუმრებმა პავილიონში მიმდინარე გამოფენა, მედიათეკა და წიგნების მაღაზია დაათვალიერეს, ინფორმაცია მიიღეს საგამოფენო პავილიონის კონცეფციისა და აქ მიმდინარე აქტივობების შესახებ.

დელეგაციის წევრები დაინტერესდნენ პავილიონის საგამოფენო დარბაზში იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ორგანიზებული გამოფენით - „ჩემი ერთი დღე ქუჩაში“, სადაც წარმოდგენილია დანაშაულის პრევენციის ცენტრის მედიაციის სახლის ბენეფიციარების მიერ გადაღებული 30 მხატვრული ფოტო. მოზარდების მიერ გადაღებული ფოტონამუშევრების გამოფენა 10 აგვისტომდე გაგრძელდება.

ტანზანიის რესპუბლიკის დელეგაციას ტანზანიის მიწის, ბინათმშენებლობის და დასახლებათა განვითარების სამინისტროს ინფორმაციისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი შაბან პაზი ხელმძღვანელობს.

ვიზიტი მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც საფრანგეთის გეოგრაფიის ინსტიტუტის საერთაშორისო სამსახური (IGN FI) ახორციელებს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics