|
2017-08-02 22:57:31, 1500 ნახვა
სპეციალური ანონსი
3 აგვისტოს ანონსი
10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება. 10:00 საათზე, საქართველოს რკინიგზაში საფრანგეთის რკინიგზის ექსპერტთა და საქართველოს რკინიგზის თანამშრომლების შეხვედრა გაიმართება. 11:00 საათზე, სასტუმრო „რადისონში“ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი ლია მელაძე ივლისის თვის საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკურ მონაცემებს შეაჯამებენ. 11:00 საათზე, კომპანია „ვისოლი“ რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომთან ერთად ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე მდებარე დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის ტერიტორიაზე ელექტრომობილების დამტენ მეორე სადგურს გახსნის და პირველად საქართველოში „ეკო დრაგს“ - ელექტრომობილების ავტორბოლას გამართავს. საკონტაქტო პირი რუსუდან კბილაშვილი - 599 32 04 12 11:30 საათზე, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების საპასუხოდ, „თავისუფალი დემოკრატები-რესპუბლიკელების“ ლიდერები ნინო გოგუაძე, თამარ კეკენაძე, ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია საზოგადოებრივ მაუწყებელში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ სოციალურ რეკლამას მიიტანენ. 12:00 საათზე, თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" სხდომა გაიმართება, რომელზეც ფრაქციის წევრებს მერის მოადგილე და მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ჰყავთ დაბარებული. 12:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე ბრიფინგს გამართავს. 12:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე ბრიფინგს გამართავს. 12:00 საათზე, „შრომის უსაფრთხოების“ კანონთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართება 13:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ დარბაზი (''სანადიმო'') 15 კვალიფიციური პარტიისგან შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართება.
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)