2017-08-02 20:49:41, 2397 ნახვა
საზოგადოება
კახეთის გზატკეცილზე ძლიერი ხანძარია
თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, აეროპორტის ხიდებთან ძლიერი ხანძარია.
ცეცხლი სავარაუდოდ, სტამბის შენობას გაუჩნდა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე სახანძრო სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.
„საკმაოდ ძლიერი ხანძარია. სახანძრო სამაშველო ჯგუფები ადგილზე არიან შეტყობინების მიღების პირველივე წუთებიდან. ამ დროისთვის ადგილზე იგზავნება დამატებითი ბრიგადები. შენობაში იყო სპირტის ბალონები, რაც აფეთქდა“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის საგენტოში.
ჯერჯერობით უცნობია არიან თუ არა დაშავებულები.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან