03:51 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-02 16:37:40, 2375 ნახვა

საზოგადოება
„ცნობიერების ამაღლების“ პროგრამაში მონაწილეობისთვის საბუთების მიღება 15 აგვისტომდე გახანგრძლივდა

 „საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების“ პროგრამაში მონაწილეობისთვის საბუთების მიღება 15 აგვისტომდე გახანგრძლივდა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

„თბილისის მერია „ცნობიერების ამაღლების“ პროგრამას უკვე მეორედ ატარებს. პროგრამის მიზანია, ტრენინგების, კვლევების, აქციებისა თუ პოპულარიზაციის სხვა მეთოდებით ხელი შეუწყოს გზაზე მძღოლების, ქვეითებისა და ველოსიპედისტების მიერ მოძრაობის წესების გათავისებასა და პატივისცემას.

იურიდიულმა პირებმა და არაკომერციულმა ორგანიზაციებმა სპეციალური ფორმით შევსებული განაცხადები ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში უნდა შეიტანონ. გამარჯვებულებს  მერიის, საკრებულოსა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებისგან შემდგარი კომისია გამოავლენს", - ნათქვამია განცხადებაში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics