|
2017-08-02 11:39:09, 2440 ნახვა
ეკონომიკა
ეროვნული ბანკი კორპორაციულ ობლიგაციებში ინვესტირების მსურველებს აფრთხილებს
საქართველოს ეროვნული ბანკი კორპორაციულ ობლიგაციებში ინვესტირების მსურველებს აფრთხილებს. როგორც სებ-ის განცხადებაშია აღნიშნული, კორპორატიული ობლიგაციები არ არის უზრუნველყოფილი არც სახელმწიფოს და არც ეროვნული ბანკის გარანტიით. „ინვესტირებული თანხის ძირისა და პროცენტის გადახდა დამოკიდებულია კომპანიის გადახდისუნარიანობაზე. გარდა ამისა, ფინანსურმა ინსტრუმენტმა შესაძლოა ნაწილობრივ, ან სრულად დაკარგოს საბაზრო ღირებულება. ამიტომ, ასეთ ინსტრუმენტებში ფულის დაბანდება, ინვესტორის პირად რისკთან არის დაკავშირებული და შესაბამის სიფრთხილესა და ანალიზს საჭიროებს. თუკი კორპორატიულ ობლიგაციაში ინვესტირებას გადაწყვეტთ, მხოლოდ დაპირებული საპროცენტო განაკვეთის შსახებ ინფორმაციის მიღება არ არის საკმარისი - აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ ინვესტიციასთან დაკავშირებულ რისკებზეც. ეს რისკები ძირითადად ჩამოთვლილი და განხილული უნდა იყოს ობლიგაციების ემისიის პროსპექტში. ემიტენტი კომპანია და კომპანიის სახელით ობლიგაციების გაყიდვით დაკავებული ბროკერი ვალდებულნი არიან ობლიგაციის შესყიდვით დაინტერესებულ ყველა პირს მიაწოდონ ამ პროსპექტის ასლი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი აფრთხილებს კორპორატიულ ობლიგაციებში ინვესტირების მსურველებს, გადაწყვეტილების მიღებისას განახორციელონ შემდეგი ნაბიჯები: 1. მოითხოვონ პროსპექტის ასლი (არ მოახდინოთ ინვესტირება, თუ არ მიგიღიათ პროსპექტის ასლი); 2. დეტალურად განიხილონ ინვესტიციასთან დაკავშირებული რისკი; (თუ კარგად არ გესმით რისკის ფაქტორები, გაიარეთ კონსულტაცია პროფესიონალთან, უმჯობესია ნეიტრალურ მესამე პირთან); 3. უარი თქვან ინვესტიციის განხორციელებაზე თუ ვერ მოხერხდა რისკების ადეკვატურად შეფასება. და ბოლოს, როგორც წესი, მაღალი შემოსავლის მქონე ინვესტიცია ნიშნავს მაღალ რისკს, თუმცა მაღალი რისკის მქონე ინვესტიციას ყოველთვის შესაბამისად მაღალი შემოსავლიანობა შეიძლება არ ქონდეს. ამიტომ, შეპირებული საპროცენტო განაკვეთის მიუხედავად, პოტენციურმა ინვესტორმა უნდა გადახედოს/შეისწავლოს პროსპექტში გაშლილი რისკის ფაქტორები და მოიძიოს დახმარება პროფესიონალისგან. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ლიცენზირებული ბროკერის ნაცვლად პირდაპირ კომპანიის მიერ გაკეთებული შემოთავაზების შემთხვევაში ინვესტირებისას“, - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)