|
2017-08-02 11:02:26, 3046 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მიხეილ სააკაშვილი: აშშ-ში ლეგალური, სამუშაო ვიზა მაქვს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში მას ლეგალური სამუშაო ვიზა აქვს. როგორც სააკაშვილმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა, ვიზას ვადა მომდევნო წლის განმავლობაში გასდის. „ლეგალური ვიზა მაქვს, სამუშაო ვიზა. ვადა მგონი მომდევნო წლის განმავლობაში გასდის. ვაშინგტონში რომ ვმუშაობდი დიდი ხნის წინ მაშინ ავიღე“, - აღნიშნა სააკაშვილმა. ჟურნალისტის კითხვაზე - აქვს თუ არა მწვანე ბარათი, ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბარათის აღება შეეძლო, თუმცა უარი თქვა. „არა. შემეძლო მისი აღება, შემომთავაზეს, მაგრამ მე არ მინდოდა. ასევე მაქვს ტურისტული ვიზაც. ამერიკაში დარჩენის განზრახვა არასოდეს მქონია და არც ახლა ვაპირებ. მე მიყვარს ეს ქვეყანა და აქ თავს თითქმის სახლში ვგრძნობ, მაგრამ ჩემი სახლი საქართველო და უკრაინაა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)