2017-08-02 10:08:37, 2156 ნახვა
საზოგადოება
ვლადიმერ პუტინი 8 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას გეგმავს
ვლადიმერ პუტინი 8 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას გეგმავს
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას 8 აგვისტოს გეგმავს.
ამის შესახებ რუსული მედია წერს.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის, განცხადებით, დიპლომატები ვიზიტის დეტალებს აზუსტებენ.
ცნობისთვის, პუტინი სოხუმში ოკუპირებული რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას შეხვდება.
რუსეთის პირველი პირი ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლოს 2013 წელს იმყოფებოდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან