03:50 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-01 17:27:15, 2589 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა და მაიკ პენსმა სამხედროებთან შეხვედრამდე შერეულ საავიაციო ბაზაზე ისაუბრეს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა, მრავალეროვანი სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“ მონაწილე სამხედროების წინაშე სიტყვით გამოსვლამდე, შერეულ საავიაციო ბაზაზე შეხვედრა გამართეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მათ საქართველო-ამერიკის სტრატეგიული და სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე, უსაფრთხოების გარემოზე და საქართველოს დასავლურ ინტეგრაციაზე ისაუბრეს.

გიორგი მარგველაშვილი და მაიკ პენსი დღეს საქართველოს შერეულ საავიაციო ბაზაზე სამხედრო სწავლებების მონაწილე ქართველ და ამერიკელ სამხედროებს შეხვდნენ და მათ სიტყვით მიმართეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics