|
2017-08-01 16:46:01, 3370 ნახვა
პოლიტიკა
მაიკ პენსმა საქართველო დატოვა
საქართველოში ორ დღიანი ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა საქართველო დატოვა. ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ცოტა ხნის წინ გაფრინდა. მაიკ პენსი საქართველოში მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრები გამართა როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე ოპოზიციასთან. მაიკ სპენსი შეხდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ასევე ის ვიზიტის დასასრულს იმყოფებოდა ვაზიანში, სადაც მრავალეროვნული სამხედრო სწავლევა „ღირსეული პარტნიორი2017“-ის მონაწილეებს შეხვდა. მაიკ პენსმა საქართველოში მნიშვნელოვანი გზავნილები გააჟღერა. მისი თქმით, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის მკაცრ პასუხს გასცემს იმ ქვეყნებს, რომლებსაც პრეტენზია ექნებათ, საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ხელყონ. მან ასევე აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, დადგება დღე, როდესაც საქართველო აღნიშნავს თავისი ტერიტორიების დაბრუნებას.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)