2017-08-01 16:38:58, 2327 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქმა მაიკ პენსს აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედისთვის საჩუქრები გაატანა
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა.
შეხვედრა სიონის საკათედრო ტაძარში შედგა.
უწმინდესმა მაიკ პენსი და მისი მეუღლე დაასაჩუქრა, ასევე საჩუქარი გადასცა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის და ამერიკის პირველი ლედისთვის, მელანია ტრამპისთვის. პატრიარქმა მაიკ პენსს ოქროს სამაჯური აჩუქა, ხოლო მის მეუღლეს- ოქროს ჯვარი.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოს მეუღლესთან ერთად გუშინ ეწვია. ის ქვეყანას დღეს საღამოს დატოვებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან