2017-08-01 14:45:44, 2226 ნახვა
საზოგადოება
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ილია მეორეს ხვდება
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს ხვდება.
პენსი სიონის საკათედრო ტაძარში მეუღლესთან ერთად იმყოფება.
ადგილზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.
მაიკ პენსი იმ სიწმინდეებს დაათვალიერებს, რომელიც სიონის საკათედრო ტაძარშია დაცული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან