2017-08-01 11:57:19, 2518 ნახვა
საზოგადოება
მაიკ პენსი ილია მეორეს შეხვდება
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი სიონის ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდება.
ამის შესახებ პენსმა პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქრისტიანულმა ტრადიციებმა. ველით პატრიარქთან შეხვედრას სიონის ტაძარში",-აღნიშნა მაიკ პენსმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან