|
2017-08-01 10:53:47, 2059 ნახვა
საზოგადოება
თეა წულუკიანმა მიუსაფარ ბავშვებს საჩუქრები გადასცა
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, ეროვნული არქივის პავილიონში მიუსაფარი ბავშვების ფოტონამუშევრების გამოფენა გახსნა. გამოფენაზე „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" მედიაციის სახლის ბენეფიციარების მიერ გადაღებული 30 ფოტო იყო წარმოდგენილი. თეა წულუკიანმა ფოტონამუშევრების ავტორებს ფოტოხელოვნების შესახებ გამოცემული სახელმძღვანელოები საჩუქრად გადასცა. ამასთან, მინისტრმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. პროექტი იუსტიციის სამინისტრომ 2016 წლის საგრანტო პროგრამის - „ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა იდენტიფიცირებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა" - ფარგლებში დააფინანსა. იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია World Vision საქართველომ, მიუსაფარ ბავშვებს ფოტოგრაფიის ჯგუფები შესთავაზა. პროექტის ფარგლებში, 6 თვის განმავლობაში, ბავშვებმა ფოტოხელოვნების შესახებ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მიიღეს. გამოფენას ტრეფიკინგთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს წევრი სამთავრობო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე, ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, როგორც ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წამყვანი უწყება, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა საუკეთესო ინტერესებისა და უფლებების დაცვას, ასევე, მათ მიმართ ძალადობის პრევენციას. ამ კუთხით, განსაკუთრებით აღსანიშნავია, იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელმაც შემოიტანა მიუსაფარი ბავშვის ცნება. ასეთი ბავშვებისთვის იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ უსასყიდლოდ გასცა დროებითი საიდენტიფიკაციო დოკუმენტი. დოკუმენტაციის მოწესრიგება თავის მხრივ, შესაძლებლობას აძლევს ბავშვებს, ჩაერთონ განათლების, ჯანდაცვისა თუ სხვა სახელმწიფო პროგრამებში. გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციაზე მუშაობს. ბაზაზე არსებულ მედიაციის სახლში მოზარდისადმი კეთილგანწყობილი სივრცეა შექმნილი და ეხმარება ბენეფიციარს თავისუფალი დრო ნაყოფიერად, საინტერესოდ გაატაროს. მედიაციის სახლში იმართება სამიზნე ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები და საგანმანათლებლო სემინარები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა განათლების სისტემის მიღმა დარჩენილ არასრულწლოვნებს, ყოფილ პატიმრებსა და პატიმართა ოჯახის წევრებს, ზრუნვის სისტემიდან გასულ პირებს, 18 წლამდე მოზარდებს. 2014-2016 წლებში მედიაციის სახლის სერვისებით 700-ზე მეტმა არასრულწლოვანმა ისარგებლა. მათ შორის ქუჩაში მცხოვრები ან მომუშავე 125 ბავშვია. ტრეფიკინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღე 30 ივლისს აღინიშნება.
(NS)
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)